Friday, May 24, 2019

სანაპირო დაცვამ მალტის დროშით მცურავი ტანკერი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის გამო მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 50,000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. 
მომხდარზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 
კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
"MARVEA”-ს კაპიტანს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ჯარიმის გადახდის შემდეგ თავისუფალი 
ნაოსნობის უფლება აღუდგა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment