კენიის დედაქალაქ ნაირობიში ორი ჩვილის გვამი იპოვეს, წერს - BBC-ი.
კენიის ხელისუფლებაში აცხადებენ რომ გვამები მდინარის წმენდისას აღმოაჩინეს. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნაირობიში მომხდარი მე-8 შემთხვევაა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქვეყანაში აბორტების უმეტესობა უკანონოდ კეთდება და კლინიკები გვამებს ამ მეთოდით იშორებენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ბოლო თვეების განმავლობაში კენიის დედაქალაქში მდინარეში 8 ჩვილის და 4 კაცის გვამი იპოვეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment