Saturday, May 18, 2019

ჯეფ ბეზოსი: მამაჩემი ინსპირაციის წყაროა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ მამა, რომელიც 16 წლის იყო, როცა კუბიდან ამერიკაში ჩავიდა და ცხოვრება ნულიდან დაიწყო, მისთვის ინსპირაციის წყაროა. ამის შესახებ CNBC წერს
მამა-შვილი ბეზოსები ნიუ-იორკში ერთად დაესწრნენ თავისუფლების ქანდაკების ახალი მუზეუმის გახსნის ცერემონიას. მართალია მაიკ ბეზოსი ჯეფის ბიოლოგიური მამა არ არის, თუმცა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სწორედ მან გაზარდა.
მილიარდერი, რომლის ქონება $116 მილიარდად არის შეფასებული, დღეს ამბობს, რომ მისთვის წარმოსადგენადაც კი რთულია რის მიღწევას შეძლებდა მამასავით სრულიად უცნობ ქვეყანაში რომ მოხვედრილიყო მარტო, ოჯახის გარეშე.
თავად მაიკ ბეზოსი კი მიიჩნევს, რომ მან 30 წლის წინ ნამდვილი ამერიკული ოცნება აიხდინა, რაც დღევანდელი გადასახედიდან თითქმის წარმოუდგენელია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment