Sunday, May 19, 2019

სესიაშვილი: მარნეულში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მმართველი პარტიის ადგილობრივ შტაბში ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით არჩევნები მარნეულში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. სესიაშვილი მოუწოდებს მოსახლოებას, რომ დააფიქსირონ თავისი არჩევანი.
ირაკლი სესიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მან მოისმინა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის არადამაჯერებელი ბრიფინგი, თითქოს არჩევნები ყალბდება. სესიაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციამ ამის დამადასტურებელი ვერც ერთი რეალური ფაქტი ვერ წარმოადგინა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს ოპონენტებს, რომ გამოვიდნენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და პატივი სცენ მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმართება, მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment