Saturday, May 25, 2019

სერხიო რამოსმა „რეალის“ პრეზიდენტს მოთხოვნები წაუყენა!

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 10 დღის წინ მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა საკუთარ სახლში კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესსა და ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორს, ემილიო ბუტრაგენიოს უმასპინძლა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვახშამს ესწრებოდა სერხის ძმაც, რომელიც ამასთანავე კაპიტანის აგენტი გახლავთ.

სერხიოს სამეფო კლუბთან მოთხოვნები აქვს, რომლის არშესრულების შემთხვევაში, მისი აბარგება გამორიცხული არ არის.

კაპიტანი მადრიდის „რეალთან“ ახალ და საკმაოდ გრძელვადიან კონტრაქტს ითხოვს და თუ პირობები შესრულდება, კარიერას სწორედ ესპანეთის დედაქალაქში დაასრულებს, სხვა შემთხვევაში კი განიხილავს წინადადებს, რომელიც „იუვენტუსიდან“, „იუნაიტედიდან„ და ჩინეთის ჩემპიონატის რამდენიმე კლუბიდან მოდის.

33 წლის მცველს სამეფო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2023 წლის 30 ივნისამდე სურს. ამ დროს ის უკვე 37 წლის იქნება და დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ ამ ნაბიჯს არ გადადგამს და მხოლოდ მცირეხნიან გახანგრძლივებაზე იქნება თანახმა, სერხიო მადრიდს დატოვებს, ვინაიდან თვლის, რომ ახლა კვლავ აქვს იმის შანსი და მისი კარიერა მაღალ დონეზე გაგრძელდეს, 34-35 წლის ასაკში კი მისი მსურველების რაოდენობა მოიკლებს.

ახლა ჯერი ფლორენტინო პერესზეა.
Halamadrid.ge

No comments:

Post a Comment