Tuesday, May 28, 2019

ავღანეთში სკოლებზე თავდასხმების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

ავღანეთში სკოლებზე თავდასხმები 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს სამჯერ გაიზარდა. გაეროს საბავშვო ფონდის, Unicef-ის ანგარიშის თანახმად (რომელიც 28 მაისს განახლდა) 2018 წელს ავღანეთში მდებარე სკოლებზე 192 თავდასხმა მოხდა, ეს მაშინ, როდესაც 2017 წელს თავდასხმათა რაოდენობა 68 იყო.
ექსპერტები სკოლებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სკოლებში საარჩევნო კომისიები და საარჩევნო უბნებია განთავსებული, გასული წელი კი ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების წელი იყო. 
Unicef-ის ანგარიშში ასევე წერია, რომ ავღანეთში, 7 წლიდან 17 წლამდე 3.7 მილიონი ბავშვი სასკოლო დაწესებულებებში არ დადის. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 5 წლამდე 600 000-მდე ბავშვი შიმშილის პირას არის.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment