დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამამ პოლიციის განყოფილება დატოვა.
მიხეილ დვალიშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმ ღამის დეტალებზე პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს, როდესაც საკუთარი შვილი გარდაცვლილი იპოვა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გამოძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმით არის დაინტერესებული, რომელიც ბავშვის დედასთან ქორწინებას ეხება.
.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
როგორც ცნობილია ქორწინების დროს დვალიშვილის მეუღლე არასრულწლოვანი იყო. არ არის გამორიცხული მომავალში პოლიციამ ბავშვის მამა არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში დაადანაშაულოს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
როგორც ცნობილია შსს-მ ამ საკითხზე მოკვლევა უკვე დაიწყო.
დვალიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბიჭი არ უნდა დააკავონ, რადგან ის უდანაშაულოა და ოჯახის შექმნის დროს გოგოს რეალური ასაკი არ იცოდა, ხოლო როდესაც გაიგო, მაშინ 16 წლის გოგოს მშობლებმა ის უკან არ წაიყვანეს.
„მოიყვანეს ახლა მიშა და გვეუბნებიან, რომ უნდა დავკითხოთო და რამდენად რეალური იქნება, მარტო დაკითხავენ, უდანაშაულო ადამიანს დააკავებენ კიდეც, ეს ჩვენ არ ვიცით... მგონი, რომ არარეალურია ამის დაკავება. როგორც შვილმკვდარი მამა, როგორ უნდა დააკავონ, ჯერ ერთი. რეალურად არ მგონია, რომ დაკავების ღირსი იყოს ასეთი გამწარებული მამა, “ - ამბობს მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნინო დვალიშვილი.
მიხეილ დვალიშვილის უდანაშაულობაზე საუბრობს მისი ნათლია, ელგა ოდოსაშვილი.
მისი თქმით, ამ გოგონამ მიხეილ დვალიშვილს დაოჯახებამდე თვითონ დაურეკა და უთხრა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო და დაიმუქრა, რომ თავს მოიკლავდა.
„თვითონ ჩამოვიდა ეს გოგო თავიდან, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარო და თუკი არ შემიფარებ და არ წამიყვანო, თავს მოვიკლავო, ბავშვი იძულებული გახდა. არც ასაკი იცოდა, სხვათა შორის, სანამ მშობლები არ ჩამოვიდნენ და არ თქვეს, რომ პატარა იყო და არ შეიძლებოდა ჯერ გათხოვება და წასვლითაც, არც წაყვა და არც წაიყვანეს, მშობლებმაც არ იძალავეს. უდანაშაულოა ყველა ვარიანტში, “ - განაცხადა ელგა ოდოსაშვილმა.
მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნონა დვალიშვილიც ზუსტად იგივეს აცხადებს.
„ნამდვილად არ უნდა დააკავონ, ჯერ არ იცოდა რა ასაკის იყო. გამოექცა დედას, ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავ და ამ ბავშვმა შეიფარა. მშობლები ჩამოვიდნენ, ასაკი კი გავიგეთ, მაგრამ არ გაჰყვა მშობლებს და არ უძალადიათ წაყვანა და მართლა მსხვერპლია მიშო, “ - განაცხადა ნონა დვალიშვილმა.
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ - მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა.
გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
"გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, "
intermedia.ge
No comments:
Post a Comment