Sunday, May 19, 2019

კალაძე კოორდინატორებს: ნუ შეუშინდებით კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს შეკითხვებს უპასუხა. კალაძე კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგაგან, მოუწოდებს, ჟურნალისტებს არ შეუშინდნენ და საქმიანობა განაგრძონ.
„ნუ შეუშინდებით მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს. თქვენ ამის უფლება გაქვთ და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლიან, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები აქვთ. ბეჟაშვილის ინფორმაციითვე, დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო აკრედიტაციებსა და ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment