Tuesday, May 28, 2019

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზის გასავლელად ემზადება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1 ივნისს წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სახელწოდებით „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაზე კულტურულ მარშრუტებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ახალი მარშრუტები წარადგინეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, "ჩვენი გეზია ევროპაში შევაღწიოთ ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ ვერ გაგვაჩერებს."
​მისი თქმით, სწორედ ამიტომ გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც "ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია".
,,ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც.
​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო და კერძოდ, ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე -11 ფორუმს უმასპინძლებს.
ამავე ღონისძიებაზე სპეციალური მობილური აპლიკაცია წარადგინეს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment