Friday, May 24, 2019

კრიშტიანუ რონალდუმ ავტოპარკი კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომობილით შეავსო

იუვენტუსის“ ფორვარდმა ავტომობილების კოლექცია კიდევ ერთი ძვირადღირებული მანქანით შეავსო. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
კრიშტიანუ რონალდუს ავტოპარკს ამიერიდან დაახლოებით 1 მილიონ ევროდ ღირებული McLaren Senna დაამშვენებს. 
ავტომობილს 659 ცხენის ძალა აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 340 კილომეტრია.
ავტომობილი McLaren Senna ფორმულა 1-ის ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელის აირტონ სენას სახელს ატარებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment