თბილისის მერი კახა კალაძე "თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძისა და ალექსანდრე ბარამიძის განცხადებას ეხმიანება. კახა კალაძის თქმით, საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ტყუილია. ქალაქის მერის შეფასებით, ცდილობენ ასეთ თემებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ.
"არაფერ შუაში არ არის კულტურის სამინისტრო. ისიც ტყუილია, თითქოს მერია ვინმეს ამისამართებს, ყველაფერს აქვს თავისი წესი და ბატონმა შავგულიძემ და ბატონმა ბარამიძემაც ეს ძალიან კარგად იციან. მათ უნდათ ხელოვნურად, პოლიტიკურად აწიონ თემა. იციან, რომ დამარცხებულები არიან, განწირულები არიან მარცხისთვის და ცდილობენ ასეთ თემებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, მაგრამ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ძლიერი იურისტი გვყავს და შეგიძლიათ იმათაც ჰკითხოთ, თუ არ იციან როგორ ხდება ზოგადად ნებართვის მიღება პლაკატების და ბანერების განთავსებაზე.
თუ არ აქვთ ამის კომპეტენცია, შეუძლიათ მობრძანდნენ მერიაში და ჩვენი იურისტები სრულყოფილად აუხსნიან ყველაფერს. რეგულაცია არის საკრებულოს მიერ დამტკიცებული და იმის შესაბამისად ხდება განთავსება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ალექსანდრე ბარამიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნეს. მაშინ "თავისუფალი დემოკრატები" ამბობდნენ, რომ ბანერები თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც ბარამიძის შეფასებით საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.
imedinewsge
No comments:
Post a Comment