Friday, May 24, 2019

როცა გგონია რომ კაფე-ბარის WiFi-ს იჭერ, შესაძლოა ჰაკერის ქსელში მოხვდე" - რა უნდა იცოდეთ, რომ "ფეისბუქიდან" ფული არ დაკარგოთ

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბით სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან თან­ხის მო­პარ­ვა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ანი სირ­ბი­ლა­ძე და გოგა ბი­ბი­ლუ­რი იმ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ფე­ის­ბუ­ქის“ და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის ყვე­ლა მი­თი­თე­ბა შე­ას­რუ­ლეს, ან­გა­რი­შებ­ზე ორ­მა­გი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის სის­ტე­მა და­ა­ყე­ნეს, ე.წ ძლი­ე­რი პა­რო­ლე­ბიც მო­ი­ფიქ­რეს, თუმ­ცა ჰა­კე­რულ თავ­დას­ხმას და სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხის მო­პარ­ვას ვერ გა­და­ურჩნენ.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმა აშშ-დან გან­ხორ­ცი­ელ­და, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ფულს ტა­ი­ლან­დუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბის პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია იპა­რავ­და. კონ­კრე­ტუ­ლად, რა შე­ემ­თხვათ "ფე­ის­ბუ­ქის" ბიზ­ნეს-ან­გა­რი­შე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ "ფე­ის­ბუ­ქი­დან" ფული არ და­კარ­გოთ, AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტე­ბი თა­ვად გი­ამ­ბო­ბენ.
.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გოგა ბი­ბი­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ­ზე" ბიზ­ნეს-ან­გა­რიშს მარ­თავს და პოს­ტე­ბის რეკ­ლა­მა­ში ხში­რად იხ­დის ფულს. რო­გორც AMBEBI.GE-ს უამ­ბო, ბოლო პე­რი­ოდ­ში ან­გა­რი­ში რამ­დენ­ჯერ­მე "გა­უ­ტე­ხეს“ და თან­ხაც მი­ით­ვი­სეს.
"ფე­ის­ბუქ­ში" დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნო­ტი­ფი­კა­ცია მომ­დი­ო­და. რომ გა­და­ვა­მოწ­მე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გა­უქ­მე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბი იყო. ამის შემ­დეგ, სა­რეკ­ლა­მო ან­გა­რი­შე­ბი გა­და­ვა­მოწ­მე.

აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში 3 000 დო­ლა­რის რეკ­ლა­მე­ბის გა­ხარ­ჯვა მო­ას­წრეს. სა­ბო­ლო­ოდ, ვნა­ხე რომ აშშ-ს მი­სა­მარ­თი­დან იყო ვი­ღაც შე­მო­სუ­ლი. ჩემი ბიზ­ნეს-ან­გა­რი­შის დაც­ვა რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვცა­დე, „ფე­ის­ბუ­ქი“ ყვე­ლა მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში გავ­თი­შე, გან­ვა­ახ­ლე პა­რო­ლი, შევ­ცვა­ლე ელ-ფოს­ტის მი­სა­მარ­თი, თუმ­ცა ჰა­კე­რე­ბი ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას მა­ინც ახერ­ხებ­დნენ. ყვე­ლა­ზე გა­საკ­ვი­რი კი ის იყო, რომ ორი ე.წ factor authentication (ორ­მა­გი ავ­ტო­რი­ზა­ცია) მე­ყე­ნა, თუმ­ცა ჩემს ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას მა­ინც უპ­რობ­ლე­მოდ ახერ­ხებ­დნენ. ჰა­კე­რებ­თან 2-სა­ა­თი­ა­ნი ჭი­დი­ლის შემ­დეგ, მათ­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მო­ვა­ხერ­ხე" - გან­მარ­ტავს გოგა.
გოგა ბი­ბი­ლურ­მა „ფე­ის­ბუქს“ მი­მარ­თა. ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ამ ბიზ­ნეს-ან­გა­რი­შის მფლო­ბელს თან­ხა მე­ო­რე დღეს­ვე გა­უგ­ზავ­ნა, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.
„ან­გა­რი­შის გა­ტე­ხა თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გაგ­რძელ­და. იმ დღეს, როცა „ფე­ის­ბუქ­მა“ თან­ხა და­მიბ­რუ­ნა, ჰა­კე­რებ­მა ორ­ჯერ შეძ­ლეს ჩემს ან­გა­რიშ­ზე შე­მოს­ვლა. ჰქონ­დათ რეკ­ლა­მის გაშ­ვე­ბის მცდე­ლო­ბაც, თუმ­ცა „ფე­ის­ბუ­ქის“ მხრი­დან ყვე­ლა სა­რეკ­ლა­მო ან­გა­რი­ში უკვე დაბ­ლო­კი­ლი იყო, მეც თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ად­მი­ნის­ტრა­ტო­რო­ბა გა­ვა­უქ­მე.
„ფე­ის­ბუქს“ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მით ისევ მივ­მარ­თე, თუმ­ცა მი­თხრეს, რომ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რად­გან და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მო­ცე­მა არ შე­ეძ­ლოთ
კი­დევ ერთხელ გან­ვა­ახ­ლე პა­რო­ლე­ბი, რო­გორც ელ-ფოს­ტებ­ზე, ასე­ვე „ფე­ის­ბუქ­ზე“. გარ­და ამი­სა, გან­ვა­ახ­ლე 2 factor authentication app, რად­გან ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არც მე­სი­ჯის და არც ელ-ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით არ მომ­დი­ო­და. ჩავ­თვა­ლე, რომ ჰა­კე­რებ­მა რო­გორ­ღაც სწო­რედ ამ App-ზე მო­ი­პო­ვეს წვდო­მა, ამი­ტომ ყვე­ლა მო­წყო­ბი­ლო­ბა „და­ვა­რე­სე­ტე“და მა­სა­ლე­ბი გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ მყარ დის­კებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, რად­გან შე­ტე­ვის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად "ფი­შინგსაც" მო­ვი­აზ­რებ­დი.
სა­ბო­ლო­ოდ, ამ ზო­მებ­მაც არ მიშ­ვე­ლა და მე­ო­რე დღეს, სა­ღა­მოს ჰა­კე­რე­ბი კი­დევ ოთხჯერ შე­მო­ვიდ­ნენ ან­გა­რიშ­ზე. მათ­გან თავ­დაც­ვა რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე, თუმ­ცა რო­გორც მივ­ხვდი, ამ მცდე­ლო­ბებს აზრი არ ჰქონ­და. ამა­ვე დღეს, ყვე­ლა სა­რეკ­ლა­მო ან­გა­რი­ში­დან ამოვ­შა­ლე ჩემი "ექა­უნ­თი", რად­გან ვერც „ფე­ის­ბუ­ქი“ მეხ­მა­რე­ბო­და. ამის შემ­დეგ ჩემი ან­გა­რი­შის გა­ტეხ­ვის მცდე­ლო­ბა აღარ ყო­ფი­ლა“, - გვე­უბ­ნე­ბა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი.
რაც შე­ე­ხე­ბა ანი სირ­ბი­ლა­ძის ის­ტო­რი­ას, რო­გორც ის AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, მე­გობ­რის დე­დას „ფე­ის­ბუ­ქის“ ბიზ­ნეს-გვერ­დის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბიზ­ნეს-გვერ­დის­თვის რეკ­ლა­მა­ში თან­ხას არა მე­გობ­რის დედა, არა­მედ ტა­ი­ლან­დუ­რი საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კომ­პა­ნია ხარ­ჯავ­და
ჩემი მე­გობ­რის დე­დას, მხატ­ვარ მეგი გვე­ნე­ტა­ძეს თა­ვი­სი სამ­ხატ­ვრო სტუ­დია აქვს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავს და „ფე­ის­ბუქ­ში“ პოს­ტებს ას­პონ­სო­რებს ხოლ­მე. აღ­ნიშ­ნულ რეკ­ლა­მა­ში თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 100 დო­ლარს ხარ­ჯავს. და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­კუ­თარ პოს­ტებს ვე­ღარ ას­პონ­სო­რებ­და. და­ინ­ტე­რეს­და, პრობ­ლე­მა რა­ტომ შე­ექ­მნა, მე მომ­მარ­თა და რო­დე­საც შე­ვა­მოწ­მე, აღ­მოჩ­და, რომ ერთ-ერთ ტა­ი­ლან­დურ კომ­პა­ნი­ას მეგი გვე­ნე­ტა­ძე თა­ვი­სი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად ჰყავ­და და­მა­ტე­ბუ­ლი და სა­კუ­თა­რი პოს­ტე­ბის და­სას­პონ­სო­რებ­ლად მის ბა­რათს იყე­ნებ­და.
რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ შე­ვა­მოწ­მე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა, მისი ოდე­ნო­ბა 250 დო­ლა­რი აღ­მოჩ­ნდა. ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქს“ მივ­წე­რე. პა­სუ­ხი 3-4 დღე­ში დაგ­ვიბ­რუ­ნეს. ნა­ხეს, რომ მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით, ტა­ი­ლან­დუ­რი კომ­პა­ნი­ის გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რო­ბი­დან წაგ­ვშა­ლეს და „ფე­ის­ბუქ­მა“ ფული დაგ­ვიბ­რუ­ნა" - გან­მარ­ტავს სირ­ბი­ლა­ძე.
„ფე­ის­ბუქ­მა“ მათ ურ­ჩი­ათ, რომ ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შე­ეც­ვა­ლათ ბა­რა­თი, რო­მელ­საც პოს­ტე­ბის და­სას­პონ­სო­რებ­ლად იყე­ნებ­დნენ. ასეც მო­იქ­ცნენ, თუმ­ცა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი გაგ­რძელ­და.

ბა­რა­თი შევ­ცვა­ლეთ, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით, თვე­ნა­ხე­ვარ­ში იგი­ვე გან­მე­ორ­და. აღ­ნიშ­ნულ უცხო­ურ გვერდს ისევ ად­მი­ნად ვყავ­დით და­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და ისევ იმ კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და თან­ხა ჩა­მოჭ­რი­ლი. „ფე­ის­ბუქს“ მივ­წე­რე, კომ­პენ­სა­ცი­ას ვი­თხოვ, რად­გან ერთხელ რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და, ის გვერ­დი არ გა­ა­სა­ჩივ­რეთ და მუ­შა­ო­ბა­ში ხელი გვეშ­ლე­ბა-მეთ­ქი. ამ მე­სი­ჯის შემ­დეგ მო­პა­რუ­ლი თან­ხაც დაგ­ვიბ­რუ­ნეს და 150 დო­ლა­რით ზედ­მე­ტი გა­დაგ­ვი­ხა­დეს, თუმ­ცა ის გვერ­დი ისევ არ და­უბ­ლო­კავთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ ბიზ­ნეს-გვერ­დი ახ­ლაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს“, - აღ­ნიშ­ნა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა.
რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი მსგავ­სი ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან? - ამ კი­თხვით AMBEBI.GE-მ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტსა და „უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა კავ­კა­სი­ის აკა­დე­მი­ის“ ხელ­მძღვა­ნელს ლაშა პა­ტა­რა­ი­ას მი­მარ­თა.
პა­ტა­რა­ია ჩვენს მკი­თხველს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას აძ­ლევს იმის­თვის, რომ ჰა­კე­რებ­მა ან­გა­რი­ში­დან თან­ხის მო­პარ­ვა ვერ შეძ­ლონ და ამავდრო­უ­ლად, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აც და­იც­ვათ.
  • თუ გაქვთ ისე­თი გვერ­დი, რო­მე­ლიც არის შე­მო­სავ­ლის­თვის, შო­უ­ბიზ­ნესს, გა­ყიდ­ვებ­სა თუ პო­ლი­ტი­კურ პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბა, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოთ - არ მარ­თოთ გვერ­დი პი­რა­დი “ფე­ის­ბუქ“ ან­გა­რი­შით!
ჩვე­ნი პი­რა­დი ან­გა­რი­შით ინ­ტერ­ნეტ­სივცრ­ცე­ში ბევრ აქ­ტი­ვო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას გავ­ცემთ, ამი­ტომ არ არის მარ­თე­ბუ­ლი, ასე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი ჩვე­ნი პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბით ვმარ­თოთ, თუ ძა­ლი­ან გარ­კვე­უ­ლე­ბი არ ვართ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში.
უმ­ჯო­ბე­სია, გახ­სნათ „ფე­ის­ბუ­ქის“ ცალ­კე პრო­ფი­ლი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა არა­ფერ­თან კავ­შირ­ში გარ­და იმ გვერ­დი­სა, რო­მე­ლიც უნდა იმარ­თოს და მას­ზე იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­დახ­დის მე­თო­დი, მათ შო­რის პლას­ტი­კუ­რი სა­ბან­კო ბა­რა­თი
ამა­ვე გვერ­დზე „ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბად არ უნდა მი­ა­ბათ ფი­ზი­კუ­რი, კერ­ძო პი­რე­ბი (ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა, მათ­თვის რო­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­აა: რე­დაქ­ტო­რი, ანა­ლი­ტი­კო­სი). გვერ­დის მე­სა­კუთ­რე და ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს აქ­ტი­უ­რი პრო­ფი­ლი" - აღ­ნიშ­ნა მან.
  • 10-დან 7 ვებგ­ვერ­დი, „ფე­ის­ბუ­ქის“ პრო­ფი­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს. თქვენ შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვი­დეთ მა­გა­ლი­თად, ჰა­კე­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ გვერ­დზე და ამით „ფე­ის­ბუ­ქის“ პრო­ფი­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი ხელ­ში ჩა­უგ­დოთ, კონ­კრე­ტუ­ლად კი - USER ID
არ­სე­ბობს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სხვა მე­თო­დე­ბი, რო­მელ­საც დე­ვე­ლო­პე­რე­ბი იყე­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც რა­ი­მე გვერ­დზე შე­დი­ხართ, ალ­ბათ შეგ­ვხვედ­რი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ვე­რი­ფი­კა­ცია შე­გიძ­ლი­ათ, „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­ა­როთ და კონ­კრე­ტულ გვერ­დზე კო­მენ­ტა­რი ამის შემ­დეგ და­ტო­ვოთ.
უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ არ ავ­ყვეთ ცდუ­ნე­ბას და „ფე­ის­ბუ­ქით“ არ­ცერთ ვებგ­ვერ­დზე არ გა­ვი­ა­როთ ავ­ტო­რი­ზა­ცია, თუნ­დაც კო­მენ­ტა­რის ერთჯე­რა­დად და­ტო­ვე­ბის მიზ­ნი­თაც. ძა­ლი­ან ბევ­რი ვებგ­ვერ­დი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, არ შე­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი, მე­ი­ლი და ვე­რი­ფი­კა­ცია „ფე­ის­ბუ­ქით“ გა­ვი­ა­როთ - ეს არის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა. ან­გა­რი­შე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ამ გზით ტყდე­ბა!
  • იქო­ნი­ეთ არა ე.წ სა­ხელ­ფა­სო, არა­მედ სხვა სა­ბან­კო ბა­რა­თი
"ფე­ის­ბუ­ქის“ გარ­და ბევ­რი სხვა ბიზ­ნეს ინ­სტრუ­მენ­ტი და პლატ­ფორ­მაა, რო­მელ­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა შე­ტე­ვის ამო­ცა­ნა კო­მერ­ცი­უ­ლი მო­გე­ბის მი­ღე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, მთა­ვა­რი აქ­ტი­ვი, რაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, სა­ბან­კო ან­გა­რი­შია.
რჩე­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მაქვს: იქო­ნი­ეთ არა ე.წ სა­ხელ­ფა­სო, არა­მედ სხვა სა­ბან­კო ბა­რა­თი. ეს ბა­რა­თი არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ კო­მერ­ცი­ულ ობი­ექ­ტებ­ში ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას, თან­ხა მას­ზე მა­შინ უნდა გა­და­რი­ცხოთ, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბის­თვის ტრან­ზაქ­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებთ.
იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ჰა­კე­რე­ბი თქვენს „ფე­ის­ბუ­ქის“ ან­გა­რიშს გა­ტე­ხენ, ბა­რა­თი უბ­რა­ლოდ, თან­ხის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნუ­ლით და­იბ­ლო­კე­ბა.
  • და­უც­ვე­ლი WiFi-ით ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევთ ადა­მი­ანს, რომ თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ით­ვი­სოს
თუ კა­ფე­ში, სას­ტუმ­რო­ში, აე­რო­პორ­ტში, ქუ­ჩა­ში, ღია და და­უც­ვე­ლი WiFi-ს ქსე­ლით სარ­გებ­ლობთ, ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევთ ადა­მი­ანს, რომ თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ით­ვი­სოს. რე­ა­ლუ­რად, თქვენ არ იცით, იმ ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ვინ არის და სა­ერ­თოდ, იმ ქსელ­ში ხართ თუ არა ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­თან მი­ერ­თე­ბა­საც ცდი­ლობთ.
„მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც კა­ფე­ში სხედ­ხართ, შე­გიძ­ლი­ათ, შე­უ­ერ­თდეთ იმ ობი­ექ­ტის WiFi-ს. შე­იძ­ლე­ბა, იქ იყოს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი ერთი სმარ­ტფო­ნით, რო­მე­ლიც კა­ფე­ში არ­სე­ბუ­ლი ქსე­ლის დუბ­ლი­რე­ბას გა­ა­კე­თებს, ამ ქსელს დრო­ე­ბით გა­თი­შავს და როცა გგო­ნია, რომ შე­დი­ხარ ბა­რის WiFi-ზე, შეხ­ვალ ანო­ნი­მუ­რი ჰა­კე­რის ქსელ­ში.
შე­დე­გად, არა­მარ­ტო „ფე­ის­ბუ­ქი“, არა­მედ მთე­ლი ჩვე­ნი ქსე­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც თქვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რი ეძებს და უკავ­შირ­დე­ბა, გა­ივ­ლის ჰა­კე­რის ტე­ლე­ფონს ან კომ­პი­უ­ტერს, ის ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ი­წერს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­შიფ­რავს. ამო­ი­ღებს თქვენს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს, პა­რო­ლებს, სე­სი­ებს, ბევრ სხვა­დას­ხვა „ნოყი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას“ იმის­თვის, რომ თქვენს ყვე­ლა რე­სურ­სზე, წვდო­მა ჰქონ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ლაშა პა­ტა­რა­ი­ამ.
  • კი­ბერ-შე­ტე­ვე­ბი ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა!
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ რთუ­ლი პა­რო­ლი, ჩვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე და­ვა­ყე­ნოთ ან­ტი­ვირუ­სი, არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, მაგ­რამ ეს რჩე­ვე­ბი უკვე იმ­დენ­ჯერ გვაქვს მოს­მე­ნი­ლი, რომ მო­სა­წყე­ნი ხდე­ბა.
ამას­თან, კი­ბერ­სივ­რცე­ში შე­ტე­ვე­ბი ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა და აღარ არის მხო­ლოდ პა­რო­ლის გა­მოც­ნო­ბა­ზე, მის გე­ნე­რი­რე­ბა­ზე ან მო­პო­ვე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი. ეს არის რთუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სქე­მა, რო­მელ­შიც მთე­ლი ვებ­სივ­რცეა ჩარ­თუ­ლი.
კარ­გია, გქონ­დეთ კარ­გი პა­რო­ლი, ხში­რად ცვა­ლოთ ის; უკე­თე­სია, რომ გქონ­დეთ ან­ტი­ვირუ­სი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში არ გქონ­დეთ მე­კობ­რუ­ლი ანუ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია.
ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვენს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა თუ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ში სხვი­სი კომ­პი­უ­ტე­რი­დან არ გა­ვი­ა­როთ ავ­ტო­რი­ზა­ცია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment