ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რესტორან "ქალაქურის" მიმდებარე ტერიტორიაზე 13 წლის გოგონას მიკროავტუბუსი დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონა გზაზე გადარბოდა, როდესაც მას რუსული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსი დაეჯახა.
ადგილზე თვითმხილველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მედიკოსებმა მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment