Friday, October 27, 2017

პირველი სკანდალური ამბები კენედის მკვლელობაზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

26 სექტემბერს, აშშ-ში გამოქვეყნდა პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტების ახალი ნაწილი. საზოგადოებას ათასობით არტეფაქტი წარუდგინეს, ბევრი მათგანი - პირველად. დოკუმენტებში ლაპარაკია მათ შორის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მაშინდელი ხელმძღვანელის ედგარ ჰუვერის რეაქციაზე სავარაუდო დამნაშავის, ლი ჰარვი ოსვალდის მკვლელობაზე, ასევე რეაქციაზე, რომელიც კენედის მკვლელობას საბჭოთა კავშირში მოჰყვა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არის ჰუვერის სამუშაო ჩანაწერები, რომლებშიც ის უკიდურესად შეშფოთებულია ლი ჰარვი ოსვალდის მვლელობით. მისი თქმით, ოსვალდის მკვლელობის შემდეგ, ხალხი არ დაიჯერებს, რომ სწორედ მან მოკლა პრეზიდენტი.  

"ახლა ჩვენ და [აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკოლას] კატცენბახთან ერთად ვცდილობთ რაიმე განცხადების გაკეთებას იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ხალხი, რომ ნამდვილი მკვლელი - ოსოვალდია", - წერდა ედგარ ჰუვერი 1963 წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ ჩანაწერში.

იმავდროულად, დოკუმენტების თანახმად, FBI-ს ხელმძღვანელი უკმაყოფილოა დალასის პოლიციის მოქმედებით: პირველ რიგში, მათ დაუშვეს ოსვალდის დარუპვა მიუხედავად გაფრთხილებისა, მეორეც განაგრძობდნენ ჟურნალისტებთან საქმეზე ლაპარაკს. ჰუვერი პოლიციელების საქციელს დაუშვებელს უწოდებდა. "ჩვენ ისინი უნდა გავაჩუმოთ", - წერს იგი.

ჰუვერის ჩანაწერებში ასევე ნათქვამია, რომ FBI-ს ზოგიერთი მასალის გამოქვეყნება აშშ-ს "სერიოზული საგარეოპოლიტიკური შედეგებით" ემუქრება. კერძოდ, უწყების დირექტორს ეშინოდა იმ დოკუმენტების გასაჯაროების, რომლებშიც ლაპარაკი იყო ოსვალდის შეხვედრებზე საბჭოთა და კუბელ დიპლომატებთან მეხიკოში (როგორც მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდა გაირკვა, კენედის მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოსვალდი ცდილობდა საბჭოთა ან კუბის ვიზის მიღებას).
მასალებში ჩანს, რომ ბიურომ იცოდა ორივე შეხვედრის შესახებ და ასეთი ცნობების გამოქვეყნება დაადასტურებდა იმას, რომ შტატებს უცხოეთის საელჩოების შენობებში მოსასმენი აპარატურა ჰქონდა დამონტაჟებული. ჰუვერის აზრით, ეს საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემებს შექმნიდა.

რამდენიმე გასაჯაროებულ დოკუმენტში ლაპარაკია კენედის მკვლელობაზე საბჭოთა მთავრობის რეაქციის შესახებ. 1963 წლის 1 დეკემბერის ჩანაწერში, ედგარ ჰუვერი "სანდო წყაროზე" დაყრდნობით, რომელიც "მკვლელობის დღეს რუსეთში იყო", წერს, რომ სსრკში კენედის მკვლელობაზე ცნობამ შოკი გამოიწვია. კრემლში სერიოზულად ეშინოდათ, რომ მკვლელობა შეიძლება შეთქმულების ნაწილია, რომლის მიზანიც აშშ-ის ხელისუფლებაში ულტრამემაჯვენე ძალების მოსვლა იყო. "სსრკ-ში ეშინიათ, რომ ახალი ხელისუფლება მკვლელობას ანტიკომუნისტური რიტორიკის გამკაცრებისთვის, კუბაზე თავდასხმისთვის და დიდი ომის გაჩაღებისთვის გამოიყენებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭოთა ხელმძღვანელების აზრით, ვიცეპრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი შესაძლოა შეთქმულებასთან დაკავშირებულიყო ყოფილიყო, ხოლო ლი ჰარვი ოსვალდი სსრკ-დან გააძევეს, რადგან გიჟად მიიჩნიეს(ოსვალდი სსრკ-ში 1956 წელს გაიქცა და ორწელიწადნახევრის განმავლობაში მინსკში ცხოვრობდა; ამის გამო არსებობს ვერსია საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ მისი გადაბირების შესახებ).

კიდევ ერთ ჩანაწერში, რომელიც აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს (CIA) უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ КГБ (საბჭოთა უშიშროების კომიტეტი) არასდროს არ მუშაობდა ლი ჰარვი ოსვალდის "დამუშავებაზე", თუმცა სსრკ-ში ვიზიტის დროს მას უთვალთვალებდა. ამ ინფორმაციის წყარო იყო "КГБ-ს ყოფილი აგენტი" სახელად ჯორჯ ლესნიკი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment