Tuesday, October 31, 2017

ვ ი დ ე ო - პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიხსა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორმა, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა, საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლის უნარ–ჩვევებს ასახავს. კვლევა ინოვაციების გლობალურ ფონდთან NESTA-თან და ოქსფორდის მარტინის სკოლასთან ერთად ჩატარდა.
კონფერენცია გახსნეს და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია MCC-ის კომპაქტის განხორციელების დეპარტამენტის მმართველმა დირექტორმა კატერინა ნტეპიმ.
კონფერენციას 200-ზე მეტი მონაწილე ესწრება საქართველოდან და  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  განსახილველ საკითხებს შორის არის ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.  პანელური დისკუსიის ნაწილი პროფესიული განათლების ბრენდინგის საკითხებსაც დაეთმო.
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
mes.gov.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment