Saturday, October 28, 2017

კობახიძე: ოპოზიციამ, შარშანდელის მსგავსად, წელსაც დამალა შემოსავლები

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ამ არჩევნებშიც მმართველ ძალას ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე “ქრონიკასთან“ ინტერვიუში პასუხობს და აცხადებს, რომ  ოპოზიციამ, შარშანდელის მსგავსად, შემოსავლები წელსაც დამალა.
“პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ოპოზიციის მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები არ შეესაბამება მათ რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. იგივე სურათი გვქონდა ჩვენ 2016 წლის არჩევნებში... ოგოვე პრაქტიკაა, სამწუხაროდ, 2017 წელსაც. 2016 წელს მთლიანად ოპოზიციის მიერ დეკლარირებული იყო დაახლოებით 10 მილიონი მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები და ხარჯები ჯამში დაახლოებით 100 მილიონს მაინც შეადგენდა. ათმაგ სხვაობაზეა საუბარი და ანალოგიური სხვაობა იყო 2017 წლის არჩევნებშიც. მთელი დეკლარირებული შემოსავალი და გასავალი ამ არჩევნებში იყო 1 მილიონი ლარი.  1 მილიონ ლარზე ბევრად მეტი დაიხარჯა ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მიერ ამ არჩევნებში. ეს არის პრობლემა. ჩვენ ვახდენთ ჩვენი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას, ოპოზიცია კი ამას არ აკეთებს,“ - ამბობს კობახიძე.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment