Monday, October 30, 2017

ნიკოლოზ გაგუა: ეკონომიკური ზრდის ტემპი აჭარბებს ოფიციალურ სამთავრობო პროგნოზებს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ეკონომიკის 5%-იანი ზრდის შესახებ საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურა. გაგუას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი აჭარბებს ოფიციალურ სამთავრობო პროგნოზებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 9 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაიზარდა. 
"აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 1.1 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო კერძო სექტორში 12.3 პროცენტით არის გაზრდილი. 2017 წლის სექტემბერში, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები: ზრდა 11%; მშენებლობა: ზრდა 7%; დამამუშავებელი მრეწველობა: ზრდა 8.0%; სამთომოპოვებითი მრეწველობა: ზრდა 18 %; ვაჭრობა: ზრდა 10%; საფინანსო საქმიანობა: ზრდა 4.3%.
ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - სექტემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.3 %-ით. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-სექტემბერში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით გაიზარდა და 2,164 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2017 წლის III კვარტალში 4,4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 % იყო.
ასევე, 2017 წლის 9 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment