Monday, October 30, 2017

კენიის მოქმედმა ლიდერმა განმეორებით არჩევნებშიც გაიმარჯვა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კენიის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ, განმეორებით არჩევნებზე ხმების 98% მიიღო. ამის შესახებ ინფორამციას BBC ავრცელებს. 
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაფულა ჩებუკატის განცხადებით, არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, შესაბამისაც "იმსახურებს ნდობას". 
კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა. შედეგები კი 13 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ მოიპოვა. მისმა გამარჯვებამ ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ  ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო მიიღო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment