Monday, October 30, 2017

კადიევის ადვოკატის თქმით, რუსეთისთვის მისი გადაცემის შემთხვევაში, მას იქ მოკლავენ

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, კადიევისთვის დევნილის სტატუდის მინიჭებაზე უარის შესახებ გააუქმა. ეს გადაწყვეტილება კი დევნილთა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა. დღეს სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის და მოპასუხის არგუმენტებს ისმენს.
სამინისტროს იურისტის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ საქმე ზედაპირულად განიხილა და დევნილის სტატუსის მაძიებლის ბიოგრაფია არ გაითვალისწინა. ასევე, მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ საქმეში არსებობს რუსეთის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის გარანტია,რომელშიც წერია, რომ კადიევის რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მას არ აწამებენ  და მისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამართლიანი სასამართლო. 
კადიევის ადვოკატის მალხაზ პატარაიას განცხადებით, დევნილთა უწყება იმ გარანტიებს ეთნხმება, რომლის გამომგზავნსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
"თქვენ იღებთ იმ ქვეყნის გარანტიებს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და რომლის პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველგვარ ზღვარს სცდება. რუსეთის ე.წ ომონის ხელმძღვანელი უშუალოდ ახორციელებდა დევნას, ზეწოლას და მუქარას კადიევზე", - თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ თუ დევნილთა სამინისტრო მიკაელ კადიევს რუსეთს გადასცემს, მას იქ მოკლავენ. 
მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტების მცედელობის ბრალდებით 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. ისინი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს. მიკაელ კადიროვი პატიმრობიდან 2016 წელს გათავისუფლდა და ლტოლვილის სტატუსს ითხოვს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment