Monday, October 30, 2017

საქართველო ეკონომიკურ რეფორმებზე ამერიკულ გამოცემა The Hill-ში სტატია დაიბეჭდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მაიკლ ქაუგილის საავტორო პუბლიკაციაზე, რომელიც  ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესგარემოს შეფასება ხდება არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ და ეს განსაკუთრებით მისასალმებელია.
„გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკლ ქაუგილი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს. განსაკუთრებით მისასალმებელია,  როდესაც ესეთი შეფასება ხორციელდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ  დამოუკიდებელი მხარის მიერ,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მისივე შეფასებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ამერიკასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში საქართველოს
ამერიკულ გამოცემა Thi Hill-ში გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია. ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მოიხსენიებს, როგორც რეგიონში წარმატების მაგალითს, ამ წარმატების საფუძვლად და მამოძრავებელ ძალად კი გონივრულ პოლიტიკას, ექსპორტს, ტურიზმს, ინვესტიციებსა და თავდაუზოგავ მონდომებას ასახელებს, რაც მისი თქმით, მიზნად ისახავს ქვეყნის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას. 
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ  ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა, რაც გაამყარებდა საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროკავშირში მიმავალ ახალ, დინამიურ გზას გაუხსნიდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment