Saturday, October 28, 2017

ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენის დაცვაზე საქართველოს პრემიერის განცხადებას "ცინიკური" უწოდეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება აფხაზური ენის დაცვაზე ცინიკურია. თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებას on.ge ავრცელებს.
"აფხაზეთისა და მისი ხალხის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა პოპულისტური და თვალთმაქცურია", - აცხადებენ აფხაზეთის თვითაღიარებულ მთავრობაში და დასძენენ, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 1992 წელს აფხაზური ინსტიტუტი დაწვეს, რითაც აფხაზეთის ისტორიასა და კულტურაზე უნიკალური დოკუმენტები და მასალები გაანადგურეს.
"ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ელიტის ყველა ძალისხმევა მიზნად ისახავდა აფხაზი ხალხის გენოციდსა და ისტორიული მეხსიერებისა და თვითმყოფადობის განადგურებას", - აცხადებენ ე.წ. საგაერო უწყებაში. 
27 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment