👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, დამოუკიდებლობის შესახებ კატალონიის მიერ მიღებული დეკლარაცია გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.
ამავე დროს, მედია კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის სიტყვით გამოსვლას ელოდება, რომელმაც 30 ოქტომბერს, ესპანეთი დატოვა და ბელგიაში გაფრინდა.
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment