Monday, October 30, 2017

სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5% შეადგინა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის III კვარტალში 4,4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 % დაფიქსირდა.
2017 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა. დამატებული ღირებულების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში.
imedinws.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment