Friday, October 27, 2017

ესპანეთის პრემიერი კატალონიის ავტონომიის გაუქმებას ითხოვს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, პარლამენტს მოუწოდებს, აამოქმედოს კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც კატალონიის ავტონომიის შეჩერებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მარიანო რახოიმ მადრიდში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამჟამად ესპანეთის სენატი საგანგებო ზომების ამოქმედებაზე მსჯელობს, რაც კატალონიის ლიდერისა და პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. ამას გარდა, ესპანეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავა კატალონიის ბიუჯეტი, პოლიცია და სახელმწიფო მედია.
„155-ე მუხლის ამოქმედება არ არის ის შემთხვევა, რომელიც რეგულარულად ხდება: ეს ხდება პირველად 1978 წლის შემდეგ. ჩვენ განსაკუთრებული გადაწყვეტილების წინაშე ვართ, რომელიც მივიღეთ იმიტომ, რომ შეიქმნა განსაკუთრებული და სერიოზული ვითარება“, - განაცხადა მარიანო რახოიმ.
26 ოქტომბერს, კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ახალი რეგიონული არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიამ ცალსახა პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა. ამის ნაცვლად, რეგიონულმა მთვრობამ ესპანეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებები შესთავაზა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment