Thursday, October 26, 2017

მათიკაშვილი: პრეზიდენტმა ან დაასაბუთოს თავის განცხადება, ან ბოდიში მოიხადოს

საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების დასაბუთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
"ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი. 2018 წელს ჩვენ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და იმედი მაქვს ის სწორედ გაატარებს დამოუკიდებელი არბიტრის პოლიტიკას. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებს, ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს. თუ ასეთი რამ დადასტურდება შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, თუ არა, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადოს იმ პიროვნებამ, რომელიც ასეთ რამეს აბრალებს კონკრეტულ პროცესებში მონაწილე პირებს", - განუცხადა "იმედის" დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, "მაესტროს" პირდაპირ ეთერში არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. 
პრეზიდენტის ამ განცხადებას დღეს თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment