👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასეს. ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანი არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინებაა, არამედ მათი თვითმიზანი უბრალოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაა.
"მმართველ გუნდს უკვე ტენდენციად ექცა, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდეგ, რაც ვეტოში წერია ამ ტექსტს სიტყვასიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე მოხდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემთხვევაშიც და ახლაც,"- განაცხადა აბაშიშვილმა.
კონსტიტუციის საყოველთაო განხილვებს ემიჯნება ოპოზიცია.
საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევა. ესენია საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის არჩევნებისთვის დაშვება, ”ბონუსების” სისტემის გაუქმება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები არჩევნებთან დაკავშირებით.
13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო. კონსტიტუციის პროექტს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ოქტომბერს მოაწერა.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment