Monday, October 30, 2017

იანოშ ჰერმანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას ეხმიანება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნას ეხმიანება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია სატრანსპორტო კავშირების დამყარებაში, რადგან ის ევროკავშირს, თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
"ევროკავშირი მიესალმება ახალ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც უკეთესი კავშირების უზრუნველყოფასთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ბიზნესს და ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას – აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისა და ცენტრალური აზიის სტრატეგიის საფუძველიც სწორედ ეს არის. ევროკავშირი ყოველთვის უწყობდა ხელს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას და სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებთან ლოგისტიკურ კოორდინირებას. 
თურქეთსა და ბულგარეთს, ასევე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების შემდგომ გაუმჯობესებასთან ერთად, ეს პროექტი უზრუნველყოფს ევროპასა და აზიას შორის სწრაფ და სანდო სახმელეთო კავშირს, უძველესი აბრეშუმის გზის კვალდაკვალ. ბაქო– თბილისი–ყარსის რკინიგზა ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც იმავე გზის გასწვრივ ენერგოკავშირების შექმნას უზრუნველყოფს", - თქვა იანოშ ჰერმანმა.
დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე რკინიგზის მნიშვნელობის შესახებ განცხადებები გააკეთეს გიორგი კვირიკაშვილმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment