Sunday, October 29, 2017

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ მეტოქესთან წააგო

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ადრიატიკის ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“, რომელმაც ხორვატულ „ცედევიტას“ უმასპინძლა და ბოლო პერიოდის ჩაგდების გამო 77:81 წააგო. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ბოლო პერიოდის წინ ბელგრადელები ხორვატებს 56:41 ამარცხებდნენ, თუმცა მეოთხე ათწუთეულში 21:40 განადგურდნენ და შეხვედრაც დათმეს.
18 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30:35 წუთი გაატარა. გოგამ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
მთლიანობაში ბითაძემ 9 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.ბიმაქსელთაგან ყველაზე შედეგიანი დილან ენისი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა.
2 მოგებითა და 4 მარცხით „მეგა ბიმაქსი“ 12-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 5 ნოემბერს, მაკედონიაში „სკოპიე აეროდრომთან“ გამართავს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment