Monday, March 19, 2018

აშშ-ს სახელმწიფო ვალმა 21 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

პირველად, ისტორიაში აშშ-ს სახელმწიფო ვალმა 21 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.  
2018 წლის 15 მარტის მონაცემებით, აშშ-ს მთავრობის დავალიანება $ 21.03 ტრილიონს შეადგენს. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს, 2017 წლის 20 იანვარს, ვალის ოდენობა 19.947 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ამრიგად, მისი პრეზიდენტობის პერიოდში წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო ვალი 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
5.674 ტრილიონი დოლარი აშშ-ის შიდა დავალიანებაა. ვალის უმეტესობა (15.365 ტრილიონი დოლარი) კერძო იურიდიული პირებისა და ფიზიკურ პირებისა წინაშე არსებულ დავალიანებას ეხება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment