Monday, March 19, 2018

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო


ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მოწმის სახით მალხაზ პაპასკირს დაკითხა, რომელიც გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამაა.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ პაპასკირს პირობა მისცა, რომ მიუხედავად კვირიკაშვილის ცნობადობისა, სასამართლო არ გასცდება კანონის ფარგლებს და ამ გარემოებას არ გაითვალისწინებს. პაპასკირმა ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. 
"ვითხოვ სიმართლის დადგენას, რადგან ვალდებული ვარ ჩემს შვილიშვილს კატოს გავცე პასუხი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი ბავშვია და ყოველდღე კითხულობს სად არიან მისი მშობლები" - განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.
იგი არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ ექსპერტიზას და გამოგონილად მიიჩნევს. ასევე, არ სჯერა, რომ ავარიაში მესამე მანქანა ფიგურირებდა. სხდომას თავად ბრალდებული მერაბ კვირიკაშვილიც ესწრება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი 7 თებერვას წარედგინა.
ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. 
როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. 
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment