უკრაინის ლიდერი, პეტრო პოროშენკო მოსახლეობას მოუწოდებს, არ უსმინონ მათ, ვინც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე საუბრობენ.
პოროშენკოს თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა.
"უკრაინაში განვითარებული ცვლილებები უკვე შეამჩნია და აშეაფასა მთელმა მსოფლიომ. ადამიანები, რომელბიც უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე საუბრობენ, ე.წ. "პროგნოზის" ხალხია, რომლებიც, ოდესღაც იმასაც ამბობდნენ, რომ უკრაინა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის უფლებას ვერ მიიღებდა"-თქვა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში 2017 წლის ივნისში შევიდა და პირველ სამ თვეში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, დაახლოებით 200 ათასმა უკრაიანელმა ისარგებლა.
საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით საქართველოდან 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და მხოლოდ 600 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს ევროპის ქვეყანაში.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment