Sunday, March 4, 2018

სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის აკრძალვას პრეზიდენტს და მთავარობას სთხოვს

„სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება ხუდონ ჰესის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები"- ამის შესახებ ზემო სვანეთში თემთა შეკრების განაცხადშია აღნიშნული.
ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა ინსტიტუციას აღნიშნული მოთხოვნით მიმართავენ და აცხადებენ, რომ სვანეთში აიკრძალოს უკლებრივ ყველა ისეთ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელყოფს, აზიანებს ანგრევს და აპარტახებს უნიკალურ ბუნებას.
ამ მოთხოვნით მათ მესტიაში საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას დრო ხვალამდე მისცეს. იმ შემტხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებმენტულ აქციებს აანონსებენ.
„კატეგორიულად ვითხოვთ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუსაოების ჩატარების აკრძალვას,“-აღნიშნულია სვანეთის თემთა შეკრების მიერ გავრცელებულ განაცხადში.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment