Saturday, March 10, 2018

მესტია-ზუგდიდი-ჯვარის გზა მეწყერის საშიშროების გამო დროებით დაიკეტება

მესტია-ზუგდიდი-ჯვარის საავტომობილო გზის მონაკვეთი მეწყერისა და ქვის ცვენის საშიშროების გამო, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ჩაიკეტება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უამინდობამ გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რამაც გზაზე პრობლემები შექმნა. ჟორჟოლიანის ცნობით, დილიდან შესაბამისი ტექნიკა მუშაობდა და ამ დროისთვის ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.

„დილიდან მუშაობს ტექნიკა და ამ ეტაპზე გზა გახსნილია, თუმცა ქვის ცვენის საშიშროების გამო, საღამოს შვიდი საათიდან დილის შვიდ საათამდე აღნიშნული ტერიტორია ჩაიკეტება“, - აღნიშნა კაპიტონ ჯორჟოლიანმა.

უამინდობამ მცირე პრობლემები შექმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში.

უხვი ნალექის გამო მარტვილში მდინარე ტეხურა ადიდდა, რამაც სოფელ ჭყონისადმინისტრაციულ ერთეულში ერთი მოსახლის საკარმიდამო ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, აქ მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა, რასაც მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment