სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ მოითხოვა მთავრობის შემადგენლობის შეცვლა, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა აღდგეს ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის გამო დაკარგული საზოგადოებრივი ნდობა. ინფორმაციას voanews-ი ავრცელებს.
პრეზიდენტმა კისკამ სლოვაკეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ელოდა მთავრობის პოლიტიკურ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად და ნდობის აღსადგენად, თუმცა ზოგიერთი მინისტრის გადადგომის მიუხედავად ვერ ხედავს კრიზისიდან გამოსვლის სამთავრობო გეგმას.
პრეზიდენტის მოწოდება უარყო სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ.
1 მარტს სლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
მედიაში წერენ, რომ შესაძლოა ჟურნალისტი იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს. მთავრობამ მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის 1 მილიონ ევროს გამოყოფს.
26 თებერვალს სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი გარდაცვლილები თავიანთ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში იპოვეს.
მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment