Saturday, March 3, 2018

თიანეთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ Facebook-ის პირდაპირი ეთერით გაიგეს

თიანეთის მერის ყოფილი წარმომადგენლები - ნატო სუარიშვილი, გრიგოლ კახოშვილიდა კახაბერ კუჭავა განცხადებას ავრცელებენ და პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულს მიმართავენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

”განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი დასკვნისა, (ხმათა უმრავლესობით 4/3 ზე), და იმ ფაქტისა, რომ წარდგენილი გადაცდომების არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, გამოიტანა არათანაზომიერი გადაწყვეტილება და წუხელ გამთენიისას 04:00 საათზე გაგვათავისუფლა სამსახურიდან. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით გვამცნო. ჩვენს ადგილებზე კი დღესვე დანიშნა საკუთარი პარტიული სიის წარმომადგენლები. ასე შეურაცხყოფილად, დამცირებულად და უფლებაჩამორთმეულადარასოდეს გვიგვრძვნია თავი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირეთ მხარი და არა მას.
მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სრულად ვიზიარებთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კურსსა და მიზნებს და პირადად ვართ ბოლო 4 წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე ჩვენთაგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის. გაუგებარია რისთვის ვისჯებით!? რატომ ხდება ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია!? გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წერილი და იმსჯელოთ თიანეთის მერიაში გაბატონებულ მასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. დროა ყველა კომპეტენტურმა პირმა ხმა აღიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თორემ ცოტა ხანში თიანეთის მუნიციპალიტეტში აღვირახსნილობა დაისადგურებს”, - ნათქვამია მიმართვაში.
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ტერიტორიულ ერთეულებში მისი წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment