Wednesday, November 28, 2018

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანთან მცირე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდის N21 საარჩევნო უბანთან მცირე ინციდენტი მოხდა. საუბნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგრნლების თქმით, მათ დანით დაემუქრნენ. თამარ ტაბაღუას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი ვიცე მერის, გია გულორდავას ბიძაშვილებმა მას საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უთხრეს, რომ „აკუწავდნენ“ და დანაც აჩვენეს. მას შემდეგ, რაც გულორდავას ახლობლებსა და კომისიის ოპოზიციონერ წევრებს შორის ინციდენტი მოხდა, კომისიის თავმჯდომარემ ადგილზე დაცვა გამოიძახა. 21-ე უბანთან მივიდნენ სამართალდამცველებიც, თუმცა ამ დროისთვის გულორდავას ახლობლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.
ამავე უბანზე შელაპარაკწბა მოხდა ერთ-ერთ მოქალაქესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელ ანი წითლიძეს შორის. წითლიძემ თქვა, რომ აღნიშნული ქალბატონი საარჩევნო უბნის შესასვლელთან სპეციალური ბეიჯის გარეშე იდგა და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდა. ადგილზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერები მურთაზ ზოდელავა, ასევე ლევან კონჯარია და ბაჩუკი ქარდავა მივიდნენ და პოლიციას მოუწოდეს უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. 
არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment