ხმაურიანი და დაძაბული არჩევნების შემდეგ, ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი - 59.52%. საქართველოში მიმდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს ინტერესით ადევნებს თვალს რუსული მედია, რომელსაც ორივე კანდიდატთან დაკავშირებ თავისებური შეხედულება გააჩნია.
"ზურაბიშვილმა გაიმარჯვა - სააკაშვილი არ ჩამოვა" - წერს Газета.Ru, რომლის ცნობითაც, ორი დიპლომატის შერკინებაში, რომელთაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მთავარ ბრალდებად "პრორუსულობას" უყენებდა, ემიგრაციაში გაზრდილმა, დიპლომატიური წარსულის მქონე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
"მისი ოპონენტიც დიპლომატია, ასევე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს უძღვებოდა. მისი დამარცხებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას წერტილი დაესვა.
გრიგოლ ვაშაძე, რომელიც სააკაშვილის გუნდის კანდიდატი იყო, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და აქაური მოქალაქოებაც ჰქონდა. მან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კარგი კარიერაც გაიკეთა. მისი მეუღლე, ცნობილი ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ასევე დიდი ხანი ცხოვრობდა რუსეთში და მოსკოვის დიდ თეატრში მოღვაწეობდა", - წერს გამოცემა.
მათივე თქმით, ახლა საინტერესოა, შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას.
"ბოლო ხანებში შეინიშნებოდა კომუნიკაციის აღდგენის მცდელობა კულტურულ, ტურისტულ და სხვა სახის საქმიან სფეროებში. ორივე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილობდნენ სხვადასხვა სახის კონფერენციებში. მხარეები განაგრძობენ მოლაპარაკებებსა და ურთიერთობების ნორმალიზაციას კონფლიქტის საკითხებში. არსებობდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაც იგეგმებოდა, თუმცა ვერ განხორციელდა, ვნახოთ რა მოხდება ახალი პრეზიდენტის შემთხვევაში", - წერს Газета.Ru.
tvrain.ru-ის ცნობით, "საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ემიგრაციაში დაბადებულმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც რუსული არ იცის, მაგრამ მაინც პრორუსულობას აბრალებენ. მას მხარს უჭერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია "ქართული ოცნება". ვნახოთ, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება რუსეთისთვის", - წერს ინტერნეტგამოცემა.
Novayagazeta.ru-ს მიერ მომზადებული სტატიის თანახმად (სათაურით: "კრემლის დამბეზღებლები" Наводка - кремлевская), ორივე კანდიდატის პიარკამპანია, რომელიც გაჯერებული იყო ურთიერთბრალდებებით, აგებული იყო მოსკოვის მიმართ ლოილაურ დამოკიდებულებაზე.
"ორივე მათგანი, თავის დროზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭრები ზურაბიშვილის აგენტობას ხსნიდნენ მისი განცხადებით, რომ 2008 წელს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ხოლო ზურაბიშვილის მომხრეები ვაშაძეს საბჭოთა კავშირის დროინდელ წლებს უხსენებდნენ; აგრეთვე იმას ახსენებდნენ, რომ მან პოლიტექნოლოგია ვიტალი შკლიაროვს ანდო, რომელიც ადრე ქსენია სობჩაკთან თანამმშრომლობდა", - წერს გამოცემა.
Novayagazeta.ru 21-23 ნოემბრის ამბებსაც ეხება, როდესაც საქართველოში კულტურული ფესტივალი "პაემანი მოსკოვთან" იმართებოდა, თუმცა "სკანდალის გარშე ვერ ჩაიარა", რადგან რამდენიმე მონაწილე, მათ შორის Ералаш-ის დამფუძნებელი ბორის გრაჩევსკი, მწერალი ვიქტორ ეროფეევი და ფესტივალის დირექტორი ვლადიმირ პიროჟკა საქართველოს საზღვარზე არ შემუშვეს.
"მოგვიანებით, არ შემდგარი ფესტივალის დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში "კეთილი მისიით" ჩადიოდა. ეტყობა, პიროჟკას არ უფიქრია, რომ ახლა რუსებთან პაემანზე არც ისე ბევრი ქართველი დადის", - წერს Novayagazeta.ru.
"ორი ექსმინისტრი და სააკაშვილის ჩრდილი" - ამ სათაურით ეხმაურება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს TASS.RU. გამოცემა, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს, "რაც ქვეყანაში კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევდა".
"ვაშაძე, რომელმაც სააკაშვილის შეწყალება დააანონსა, მასთან რამდენიმეწლიანი მეგობრობით არის დაკავშირებული. 2006 წელს, მისმა მეუღლემ, რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტმა, ნინო ანანიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზი მონათლა. ამ ოდიოზური პოლიტიკოსის ანგარიშზეა 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" და 2008 წელის ცხინვალზე თავდასხმა და მის დაბრუნებას, შეიძლებოდა რესპუბლიკაში მორიგი დესტაბილიზაცია გამოეწვია", - წერს გამოცემა
ambebi.ge
No comments:
Post a Comment