ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ავღანეთში ნატოს მხარდამჭერი მისიის სპიკერი დებრა რიჩარდსონი განმარტავს, რომ დაღუპულის ვინაობა და მომხდარზე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ავღანეთში აშშ-ის 14,000 ჯარისკაცი ნატოს მისიის ფარგლებში მსახურობს.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2001 წელს რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ დამხობის მიზნით, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ჩავიდნენ.
17-წლიანი ომის განმავლობაში 2,400-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment