ფონდი Hermitage Capital Management-ის დამფუძნებელი უილიამ ბრაუდერი კანადის ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას, რათა ინტერპოლის წევრობის უფლება რუსეთს ჩამოერთვას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBC-თან ინტერვიუს დროს თქვა.
მისი თქმით, ინტერპოლის წესებში წერია, რომ ქვეყნების გაძევება ორგანიზაციიდან შეიძლება, თუ ისინი ბოროტად იყენებენ თავიანთ უფლებებს. ბრაუდერის თქმით, რუსეთმა ინტერპოლის საშუალებით ასობით ადამიანი გამოაცხადა ძებნაში, მათ შორის იურისტები და უფლებადამცველები, თუმცა მათ აქვთ ისეთივე თავის დაცვის უფლება, როგორიც თვითონ ბრაუდერს.
მოსკოვის ციხეში 2009 წელს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების შემდეგ, ბრაუდერმა, რომელიც მაგნიტსკისთან თანამშრომლობდა, მიაღწია დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში „მაგნიტსკის სიის“ მიღებას, რაც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შემოღებას გულისხმობს.
17 ივლისს ბრაუდერმა დაწერა, რომ პუტინს სურს მისი დაკავება და მზადაა, სანაცვლოდ აშშ-ის სამართალდამცველებს მისცეს წვდომა რუსეთის დაზვერვის სამსახურის 12 აგენტზე, რომელთაც ამერიკაში გასულ კვირაში წაუყენეს 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდება. ბრაუდერი აღნიშნავს, რომ უკვე 10 წელია უწევს ბრძოლა იმისათვის, რომ პუტინის რეჟიმმა არ მოკლას.
ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი. 64 წლის მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. გაუჩინარებიდან მალევე გაჩნდა ვერსია, რომ ის ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ჩინეთი ამბობს, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
21 ნოემბერს, რუსეთის მოქალაქესა და სამხრეთკორეელს შორის, არჩევანი სამხრეთკორეელ კიმ ჩონ იანზე შეჩერდა და ის ინტერპოლის ახალი პრეზიდენტი გახდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment