Monday, November 26, 2018

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი შემაშფოთებელია

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიუკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. „ვიმყოფები ენგურთან, საოკუპაციო ხაზთან და აქედან კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი. საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა ემუქრება პირველ რიგში უკრაინის სუვერენიტეტს, თუმცა არა ნაკლებად რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის გამოწვევას, რამეთუ შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტის და მშვიდობის შენარჩუნება მათი ინტერესიც და პასუხისმგებლობაა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment