ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-სა და ambebi.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 53 % საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
ამასთან, შეკითხვაზე: ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, 33 %-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისმიმართ გამოხატა, 7-7 %-მა კი აღნიშნა, რომ არჩევნებზე არ მიდის ან ორივე კანდიდატის გადახაზვას გეგმავს.გამოკითხვა 23 ნოემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა 36 449 ადამიანმა მიიღო. გამოკითხვისას ერთი IP მისამართიდან ხმის მხოლოდ ერთხელ მიცემა იყო შესაძლებელი. გამოკითხვა სამივე საიტზე ყველა სტატიის ბოლოს იყო განთავსებული.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment