Tuesday, November 20, 2018

მთავრობით უკმაყოფილო პოლიციამ პაპუა-ახალი გვინეას პარლამენტი შტურმით აიღო

პაპუა-ახალ გვინეაში პოლიციელებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამართალდამცველების თქმით, „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში ჩატარებული ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსთვის პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა სახელფასო დანამატს დაჰპირდა. თითოეულ პოლიციელს, საერთაშორისო სამიტზე უსაფრთხოების დაცვის სანაცვლოდ, 100 დოლარი უნდა მიეღო.
უკმაყოფილო პოლიციელები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ავეჯი დაწვეს. პოლიციელები მთავრობას  კორუფციაშიც ადანაშაულებენ.
„აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი პაპუა-ახალ გვინეაში გასულ კვირას გაიმართა. ადგილობრივ პოლიციელებს უსაფრთხოების დაცვაში ავსტრალიელი და ახალზელანდიელი სამართალდამცველები ეხმარებოდნენ.
imedienews.ge

No comments:

Post a Comment