რამდენიმე დღის წინ, სოხუმში ადგილობრივმა 25 წლის გოგონამ ბაზრის საპირფარეშოს კაბინაში იმშობიარა და ახალშობილის ცხედარი ცელოფანში გახვეული დატოვა... შემთხვევა 1 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქალი საპირფარეშოში შევიდა და დიდ ხანს არ გამოვიდა...
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"შემეშინდა და დავუკაკუნე, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, გამომძახა, რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ, რაღაცამ აწყინა და კუჭი აწუხებდა... ერთი საათის განმავლობაში, სამჯერ შევედი თუმცა, სამივეჯერ საეჭვო და დაბნეული პასუხი გამცა... ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა, სახეს ხელებით იფარავდა, თუმცა იმდენად ცუდად იყო, არსად წასვლის თავი არ ჰქონდა... ჩვენ მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ. მან ექიმების კითხვებს არ უპასუხა, თუმცა მედიკოსებმა ის თან წაიყვანეს" – ამბობს ერთი თვითმხილველი და სოხუმის ბაზრის მოვაჭრე.
მას შემდეგ, რაც ქალი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა, საპირფარეშოში სისხლის კვალი შენიშნეს, თუმცა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ მიხვდნენ. ამის შემდეგ, ე.წ. სამართალდამცველები გამოიძახეს.
"მილიცია იმ დროს მოვიდა, როდესაც ჩვენ საპირფარეშოს კაბინიდან ნაგავს ვყრიდით, რაც სამართალდაცავებმა დაათვალიერეს და ცელოფნის პარკებში გახვეული მკვდარი ახალშობილი იპოვეს... ცენტრალური ბაზრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ნანახით შოკში არიან..." – წერს აფხაზური ინტერნეგამოცემა abkhaz-auto.ru.
აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 25 წლის გოგონა ტყვარჩელის რაიონის მკვიდრია. ქმარს გაცილებულია და ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს... ის მეხუთე თვეში იყო. ბაზარში ყოფნისას, იგრძნო, რომ ცუდად იყო და სისხლდენა დაეწყო. ამის შემდეგ შევიდა ბაზრის საპირფარეშოში, სადაც მკვდარი ბავშვი გააჩინა, ის პარკებში ჩააწვინა და წამოსვლა სცადა, თუმცა ძლერი სისხლდენის გამო ცუდათ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო...
ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესს-სამსახურის ცნობით, ჩვილს ექსპრტიზა უტარდება, რომლის პასუხიც 4 თებერვალს იქნება. თუ გირკვა, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა, დედის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმე აღიძრება".
მომხდარმა აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია. მათი ერთი ნაწილის თქმით, შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული და ბავშვთა სახლების არარსებობა რეგიონი მოსახლეობას ყოველდღიურად სულ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე აყენებს.
სხვები მიიჩნევენ, რომ აბორტი უნდა დაუშვან, რადგან ამ მხრივ დანაშაულების რიცხვმა საშიში მასშტაბები მიიღო. კიდევ ერთი ნაწილის თქმით, მშობიარე ქალი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვერ იქნებოდა და თუ ეს სრულ ჭკუაზე მყოფმა გააკეთა, კი არ უნდა უმკურნალო, პირდაპირ უნდა დახვრიტო.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment