Wednesday, February 13, 2019

მზიურში სოციალური კაფე გაქურდეს

მზიურში სოციალური კაფე გაქურდეს. როგორც კაფეს მფლობელმა ანა გოგუაძემ თქვა, წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპადი, 165 ლარი და მოგლეჯილია ორი სათვალთვალო კამერა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ანა გოგუაძე ამბობს, რომ ქურდობაში 5 არასრულწლოვანი მონაწილეობდა, თუმცა შსს ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს. 
როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო ქმედება.
კაფე სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზეა ადაპტირებული და ის "ახალი მზიურის" კონცეფციის ნაწილია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment