👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მართლმადიდებლური მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული მიდგომის გამო. სუმელას მონასტერი 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ის დააარსა ათენელმა მღვდელმა ახ.წ. 375-395 წლებში. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, რადგან საკმაოდ ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სუმელა ლაზურ ენაზე სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდე გახლავთ შემორჩენილი. ეს სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა აქ ყველაზე მეტი ქართველი ბერი. მოგვიანებით, როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე დაიწყო მართლმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა, ამან მონასტერზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.
ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი აქ სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერზნული კალენდრით მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს მონასტერს და წირვა-ლოცვა აღევლინება. სხვა დღეებში კი აქ სანთლის ანთებაც კი აკრძალულია... მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება
intermedia.ge
No comments:
Post a Comment