Saturday, February 2, 2019

მაკედონიის ნატოში გაწევრიანებაზე პროტოკოლს ხელი ბრიუსელში მოეწერება

მაკედონიის ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს წევრი სახელმწიფოები მოაწერენ ხელს. ცერემონია 6 თებერვალს ბრიუსელში ალიანსის შტაბბინაში გაიმართება. ამის შესახებ Politico წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მანამდე მაკედონიის ჩრდილო
 ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ქვეყნის სახელწოდების თაობაზე საბერძნეთთან დავა აფერხებდა.
გასულ წელს სკოპიე და ათენი შეთანხმდნენ ქვეყნისთვის სახელის შეცვლაზე, რომლის თანახმადაც მაკედონიას  ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.
მაკედონიის სახელწოდების შესახებ განხილვა ჯერ კიდევ 1991 წელს, იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მაკედონიამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება გადაწყვიტა, თუმცა მის წევრობას მისივე სადაო სახელწოდების გამო, საბერძნეთი ბლოკავდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment