Tuesday, May 14, 2019

შსს: კლუბებში ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები 5-ჯერ შემცირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის გახსნილი ფაქტებისა და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების ამოღების შესახებ ბრიფინგი გამართა. განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბრიფინგის ბოლოს, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა 1  წლის წინ კლუბებში ჩატარებულ ღონისძიებებს.

„მას შემდგომ, რაც ჩვენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ. ამავდროულად, ამ საგამოძიებო მოქმედებებით, ჩვენ ვამხილეთ 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც კლუბების შიგნით და ასევე, კლუბების მიმდებარედ,  ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებას. დღევანდელი მოცემულობით რვავე ნარკორეალიზატორის მიმართ 
დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ეს არის ის რეზულტატი და ის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებების შედეგად მივიღეთ.“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
2018 წლის 11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. მაშინ აქტიურად საუბრობდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.
2019 წლის 7 თებერვალს, „კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment