Sunday, May 12, 2019

ცნობილია რა თემებზე ისაუბრებს პომპეო პუტინთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გამოცემა CNBC-სთან დაასახელა თემები, რომლებზეც ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრებს.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილავს სიტუაციას ვენესუელაში, ავღანეთში და სირიაში. „არის ბევრი სფერო, სადაც ვიმედოვნებ რომ რუსეთთან საერთო ინტერესებს ვიპოვი“- განაცხადა პომპეომ
მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს იპოვოს საერთო ენა მოსკოვთან. „სირია და ავღანეთი არის ადგილები, სად ერთად მუშაობა შესაძლებელია, რაც შეეხება ვენესუელას აქ საკითხი უფრო რთულადაა“ -ამბობს პომპეო.  
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეოს ვიზიტი 12 მაისს დაიწყება. 
14 მაისს კი ჩავა სოჭში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსდა პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 
მანამდე პომპეო რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს და ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდება.   
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment