წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხში. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც საცხოვრებელი სახლები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
რაც შეეხება თიანეთს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment