Sunday, May 12, 2019

იურიდიული კომიტეტი „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზებაზე იმსჯელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს კომიტეტს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გააცნობს. საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების - “ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზებას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

 “სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი გახდება დავის უკანონო
 განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. ამ ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა. 
დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.
კანონპროექტის თანახმად, ვინც აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები
imedinews.ge

No comments:

Post a Comment